вторник, 17 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

გაკვეთილის  თემა
ა.წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი’’,,სასახლეში’’
სწავლების საფეხური
მე-5 კლასი დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
4 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
იცოდეს მწერლის ბიოგრაფიის ცალკეული ნაწილები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ტექსტის გაცნობა.კითხვის სტატეგიების დაუფლება.წერის კულტურის დახვეწა.მცირე ტექსტის შექმნა, ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარება.
კითხულობს,აკეთებს მარტივ გეგმას,აკვირდება პერსონაჟთა მეტყველებას.ქმნის ანალოგიურ ტექტს
შეფასების საგანი  და პროცედურები
სწორი,დახვეწილი,თანმიმდევრული თხრობა ,.ლოგიკური აზროვნება. წერილობითი სიზუსტე
სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო ,ფოტო მასალა, რვული ,კალამი
გაკვეთილის მსვლელობა  სასკოლო  მენეჯმენტი

 1 აქტივობა საშინაო დავალების შემოწმება.ვკითხულობთ წერით დავალებას
,,ერთი დღე ჩემს ოჯახში’’ ვამოწმებ ,როგორც ლექსიკურ მარაგს,სიტყვათა სწორ შეკავშირებას, ასევე გრამატიკულ  ნორმებს

 მე-2 აქტივობა.გონებრივი იერიში.
ტექსტი ,,სოფელ სავანეში’’
1.სად დაიბადა აკაკი?
2.რატომ იზრდებოდა იგი სავანეში?
3.რა წესები და ტრადიციები შეგვხვდა ტექსტში? 
4. აღვწეროთ ერთ-ერთი თამაშობა?

მე-3 აქტივობა. ახალი მასალის ახსნა  ,,სასახლეში’’წყვილებში მუშაობა . ავსებენ T სქემას, იწერენ ასახსნელ სიტყვებს,   აკეთებენ ლექსიკონს
მოსწავლეები აკვირდებიან მასალას როგორც შინაარსს ასევე ვიზუალურადაც . აკვირდებიან აკაკის ქცევებს ახალ გარემოში ავლებენ პარალელებს გმირის ცხოვრებაში სავანესა და სასახლეს შორის (ვენის დიაგრამა)
მე-4 აქტივობა. დისკუსია ,აკაკის დედა’’ როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებს
მე-5 აქტივობა  მცირე ზომის ტექსტის მომზარდება წერილობით,,ჩემი დედა’’.
აკეთებენ მომზადებული  ტექსტის პრეზენტაციას. მოსწავლეები კთხულობენ ერთმანეთის ნაწერებს და აკეთებენ  ჩასწორებებს.
მე-6 აქტივობა ფოტო მასალის ჩვენება.მოსწავლეები ვარაუდების მეთოდით აღწერენ ფოტოებს ,მსჯელობენ ,აკეთებენ დასკვნებს ვარაუდებით მწერლის ცხოვრებიოდან რომე პერიოდს შეესაბამება ფოტოები
საშინაო დავალება: ტექსტი,, სასახლეში“ თხრობით  ტექსტის მარტვი გეგმის დაწერა

Комментариев нет:

Отправить комментарий